საქსტატმა გამოქვეყნა ეკონომიკური ზრდის ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის დიდი ალბათობით ქვეყნის ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 7.2%-იან პროგნოზს გადააჭარბებს.
პრემიერის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება 100 მლრდ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ პირველად გადაცდება 10 000 დოლარს.
„სავალუტო ფონდმა თავისი წლიური პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, წლის ბოლოს შედეგი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ამავე პერიოდში, ისტორიაში პირველად, მთლიანი შიდა პროდუქტი გადააჭარბებს 100 მლრდ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ — 10 000 დოლარს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე პირველად მიაღწევს 30 000 დოლარს, მაშინ როცა 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 000 დოლარს შეადგენდა. ეკონომიკურად ქვეყანა ყველა მიმართულებით პროგრესირებს, ამიტომ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ზრდის ტემპი“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.