2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. ახალი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952,9 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 11,2 მლნ ლარით მეტია. ცვლილებების ფარგლებში საბიუჯეტო პარამეტრები განახლდა, მათ შორის: მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 7,2%-ს, მშპ-ს დეფლატორი 4,7%-ს, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 3,9%-ს, ნომინალური მშპ კი 104 407,0 მლნ ლარს შეადგენს.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 25 505,0 მლნ ლარს აღწევს, ხოლო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ის შესაბამისად 2 561,6 მლნ ლარს შეადგენს. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოსთვის მშპ-ს 34,1%-ს უტოლდება. საჯარო და კერძო პარტნიორობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება მშპ-ს მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს და მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ვალის მოცულობაზე.
შემოსულობებთან დაკავშირებით, თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით დამატებით 222,6 მლნ ლარით გაიზარდა და 32 133,5 მლარს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლები 200,0 მლნ ლარით გაიზარდა და 25 505,0 მლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 21 940,0 მლარს აღწევს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების წილი 3 565,0 მლარს. გრანტები და სხვა შემოსავლები 2 761,2 მლნ ლარს შეადგენენ, რაც 401,2 მლნ ლარით მეტია.
არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი 520,0 მლარს აღწევს, ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი 220,0 მლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 3 127,3 მლნ ლარია. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამურად 27 583,5 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის, ძირითადი შემოსავალი 23 816,2 მლნ ლარს აღწევს.
საგადასახადო შემოსავლები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 55,0 მლნ ლარით გაიზარდა და 21 940,0 მლარს შეადგენს. საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 7 549,0 მლნ ლარია (გადამუშავება +180,0 მლნ ლარი), მოგების გადასახადის – 2 880,0 მლნ ლარი (გადამუშავება -190,0 მლნი, ძირითადად საბანკო სექტორის დაბალი მოგების გამო). დამატებული ღირებულების გადასახადის მაჩვენებელი 8 136,0 მლნ ლარს შეადგენს და უცვლელია, აქციზის მაჩვენებელი 2 650,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო იმპორტის გადასახადის პროგნოზი მცირდება 145,0 მლნ ლარამდე. სხვა გადასახადების პროგნოზი 580,0 მლნ ლარია (+70,0 მლნ), ხოლო სხვა შემოსავლები 1 690,0 მლნ ლარს შეადგენს (+340,0 მლნ, ძირითადად ეროვნული ბანკის მოგებით).
გრანტების მაჩვენებელი 186,2 მლნ ლარს აღწევს (-13,7 მლნ), არაფინანსური აქტივების კლების საშუალო მიღება უცვლელი 300,0 მლნ ლარია, ხოლო ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი მცირდება 340,0 მლარამდე. ვალდებულებების ზრდის ნაწილი 3 127,3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის საშინაო ფასიანი ქაღალდების წმინდა გამოშვება 1 600,0 მლნ ლარია. საინვესტიციო კრედიტები 927,3 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 298,6 მლნ ლარით ნაკლებია თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით. საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული კრედიტები უცვლელი რჩება – 600,0 მლნ ლარი.