2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება.

განახლებული წესებით:

  • გზაზე მანევრირების დარღვევა 100 ლარამდე დაჯარიმდება და მძღოლს 20 ქულა ჩამოაკლდება;
  • სიჩქარის 15-დან 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმდება;
  • უსაფრთხოების ღვედის არგამოყენება 50 ლარით დაჯარიმდება და 10 ქულის დაკლებას გამოიწვევს;
  • მობილურით სარგებლობა მართვისას 50 ლარამდე სანქციას დაექვემდებარება;
  • გაჩერება-დგომის წესების დარღვევა 50 ლარამდე იზრდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებსა და კურორტებზეც;
  • ე.წ. „დრიფტი“, თუ მას მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას გამოიწვევს;
  • განმეორებითი დარღვევა, რომელიც საცობს ან საავარიო სიტუაციას შექმნის, 300 ლარით დაჯარიმდება და 30 ქულა ჩამოაკლდება;
  • თბილისში არასამიზნოდ მოძრავი N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ცვლილებები მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას და დარღვევების შემცირებას.