უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულ შედეგებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.
სიბიგას განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ და ინტენსიურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებზე იმსჯელებენ.
„ასევე, ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებზე თავდასხმებს და მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებას, რომელიც გლობალურ სურსათის კრიზისს ამწვავებს და მილიონობით ადამიანს საფრთხეს უქმნის“, – წერს სიბიგა.
დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.