ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 270-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების“ საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, დევიდ ფიშერის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა.

„ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ ძალიან მწვავე საჭიროებები არსებობს. ბევრად მეტი დახმარებაა საჭირო“, – განაცხადა ფიშერმა.

მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სტიქიის შედეგების სრულად შეფასება ჯერ არ დასრულებულა.