რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა, სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა, როგორც გაფრინდაშვილმა განაცხადა ის აპირებს უკან დახევას. ამ წუთებში გიორგი გაფრინდაშვილი იმყოფება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, სადაც მან საგანგებო ბრიფინგზე საკუთარი გადაწყევტილება განმარტა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო, მე უკან ვიხევ , მაგრამ უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით , იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს , რომელსაც ვითომდა ბრალდებები ქვია, მე მზად ვარ ამისთვის,“-განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.