კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. აქცია 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება. აქციას და კამპანიას “ეს შენ გეხება” უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციები თბილისშის გარდა გაიმართება თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურიდიული კონსტულატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქციაში ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები ჩაერთვებიან.