ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა

65

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა. გომელაურს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს გააცნობს და ასევე კანონმდებლებების შეკითხვებს გასცემს პასუხს.

გომელაურთან სხვადასხვა თემებზე შეკითხვები აქვთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებსაც.

პარლამენტს ვახტანგ გომელაურისთვის 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა მაშინ კვორუმის უქონლობის გამო საკანონმდებლო ორგანომ ეს ვერ შეძლო. მას შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა, მათ შორის გომელაურის მივლინების მიზეზით რამდენიმე კვირით გაჭიანურდა.