ავტომობილი – 3 გზა თანხის მისაღებად

257

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანს რაიმეს შესაძენად თანხა არ ჰყონის. თუ თქვენ უკვე გყავთ ავტომობილი და გინდათ, რომ მეორეც იყიდოთ და საკმაირის ფულადი რესურსი არ გაგაჩნიათ, ასეთ სიტუაციაში კარგი გამოსავალია, რომ ავტო სესხით ისარგებლოთ. საქართველოში ბანკები გაძლევენ იმის საშუალებას, რომ უკვე კუთვნილი ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ კრედიტი მეორის შესაძენად. ამ სერვისით სარგებლობისას, უნდა იცოდეთ, რომ თუ თანხას ვერ გადაიხდით, ორგანიზაციას უფლება ექნება, რომ უზრუნველყოფილი ავტომობილი ჩამოგართვათ და ის გაყიდოს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ავტო სესხის მისაღებად?

  • პირველ რიგში, უნდა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, რათა ყოველთვიურად, გეგმის მიხედვით თანხა გადაიხადოთ;
  • ასაკი – სხვადასხვა კომპანიები სესხის გაცემისას განსხვავებული ასაკით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე ორგანიზაციამ სესხი გასცეს 18 წლიდან, რომელიმე კი – 21-დან.

როგორ შეიძლება ავტო სესხის მიღება?

ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. შეგიძლიათ განაცხადი შეავსოთ ონლაინ გზით ან ფილიალში მისვლით.

თუ განაცხადს ონლაინ, ვებ-გვერდზე ავსებთ, შესაბამის ანკეტაში შეგყავთ თქვენი მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ამის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დეტალებს დააზუსტებს.

თუ ფილიაში მიხვალთ და იქ დააპირებთ განაცხადის შევსებას, ადგილზე დაგხვდებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა დეტალში გაგარკვევენ. აუცილებელია, რომ თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, ავტო მობილის ტექ. პასპორტი. საბოლოოდ, მანქანის მდგომარეობას აფასებს ექსპერტი. დგინდება ავტომობილის წლოვანება, გამართულობა, აქვს თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება, ასევე, დგინდება ავტომობილის ღირებულება.

სესხის დამტკიცებას საშუალოდ 30 წუთი სჭირდება. კრედიტორი კომპანიები ცდილობენ, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნან და შესაბამისად, ლოდინის დრო შეუმცირონ.

ავტო სესხი სხვა ტიპის სესხებისაგან იმით განსხვავდება, რომ თქვენ არ მოგიწევთ მესამე პირის პროცესში ჩართვას, როგორც ეს ხდება იპოთეკური სესხის მიღების შემთხვევაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ ავტო სესხით სარგებლობამდე?

  • კრედიტის დაფარვის დრო – აუცილებლად გაიაზრეთ, შეძლებთ თუ არა კრედიტის დაფარვას, რადგან მომავალში რაიმე სახის პრობლემები და გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. იხელმძღვანელეთ იმ ვადებით, რა ვადებშიც შეგიძლიათ, რომ ვალდებულებით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოთ.
  • ხელშეკრულების პირობები – თქვენ ხელს აწერთ დოკუმენტს, ამიტომ რეკომენდირებულია იცოდეთ, რასთან გაქვთ საქმე. რა პუნქტები დევს ხელშეკრულებაში და რა პირობებია მოცემული.

 

თანხის მიღების ერთ-ერთი წყაროა ავტო ლიზინგი. ეს სერვისი გაძლევთ საშუალებას, რომ კრედიტორი ორგანიზაციისაგან მიიღოთ თანხა მანქანის შესაძენად, ის კი პერიოდულად, ნელ-ნელა დაფაროთ. ის, თუ რა რაოდენობის შეიძლება იყოს სესხი, დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, წლოვანებაზე, მის მდგომარეობაზე, ამ ყველაფერს კი ექსპერტები შეაფასებენ.

ასევე, დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთი საშუალებაა კერძო ავტო ლომბარდი როცა თქვენ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობის თანხა სასურველი პროდუქტის შესაძენად, შეგიძლიათ ამ სერვისით ისარგებლოთ.

ამ ტიპის სესხით სარგებლობისას, თქვენ თანხის უზრუნველსაყოფად საკუთარ ავტომობილს დებთ გირავნობით, შესაბამისად, თუ ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხას დროულად არ ან ვერ დაფარავთ, მსესხებელს ექნება იმის უფლება, რომ ის ჩამოგართვათ.

მომხმარებელი განაცხადის შევსებიდან პასუხს დაახლოებით ერთ საათში იღებს. თუ თქვენ განაცხადს შაბათს ან კვირას შეავსებთ, შესაძლოა პასუხი მომდევნო სამუშაო დღეს მიიღოთ.

ყველა ხსენებული სერვისი გეხმარებათ იმაში, რომ კონკრეტულ პერიოდში სასურველი თანხა ან დაფინანსების წყარო მიიღოთ ავტომობილის ან ნებმისიერი სხვა პროდუქტის შესაძენად, იქნება ეს მობილური ტელეფონი, აუზები, ტელევიზორი თუ სხვა რამ.