ნასას მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გასული თვე ყველაზე ცხელი აპრილი იყო. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით , აპრილი ერთ-ერთია იმ ექვს თვეს შორის, რომლის ტემპერატურის უმაღლესმა მაჩვენებელმაც 1951-1980 წელს დაწესებულ საშუალო მონაცემს, სულ მცირე, ერთი პროცენტით გადააჭარბა.
ექსპერტების განმარტებით, ანგარიში, რომელსაც ნასა მომავალ კვირასაც გამოაქვეყნებს აჩვენებს, რომ მომავალი 12 თვის უმაღლესი ტემპერატურა რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს.
„მონაცემები საშიშ ზღვარს უახლოვდება, აქედან გამომდინარე, მომავალი პროგნოზების გაკეთება მიჭირს. ვიცოდით, რომ ელ-ნინიო გარემო პირობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენდა, თუმცა მსგავს ნახტომს არავინ ელოდა“, – განაცხადა მეტეოროლოგმა ერიკ ოლტაუსმა.
ერიკ ოლტაუსის თქმით, ტემპერატურის მატება გარემოზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, რაც თავის მხრივ ადამიანის ქმედების შედეგია.