საქართველოს   პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი    მწუხარებას გამოთქვამს  დონის როსტოვში   სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.  მარგველაშვილის განცხადებას პრეზიდენტის  ადმინისტრაცია ავრცელებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პრეზიდენტის  ადმინისტრაცია ავრცელებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში,” – ნათქვამია განცხადებაში. დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც.
დონის როსტოვში “ბოინგმა” დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრი, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 03:40 საათზე განიცადა. Fly Dubai-ის თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით რეისს დუბაიდან ასრულდებდა.   დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.