მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.