უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის შეთანხმების გარეშე დატოვებიდან რამდენიმე დღეში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას  ხელი მოაწეროს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს: „უბრალოდ მინდა, რომ უკრაინის პოზიცია აშკარა იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაიმახსოვრონ, ვინ არის აგრესორი ამ ომში“.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების გაფორმება დაგეგმილი იყო პარასკევს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის, შეხვედრის შემდეგ.   სატელევიზიო პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებები გადაიზარდა ცხარე კამათში, შედეგად შეთანხმების ხელმოწერა შეუძლებელი გახდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ვადაზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

”ჩემი აზრით პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში”, – დაწერა ტრამპმა პარასკევს თავის Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.

“მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან გამოიჩინა უპატივცემულობა ამერიკის მიმართ ოვალურ კაბინეტში.  შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 

ცნობილია, რომ შეთანხმების თანახმად ვაშინგტონი ითხოვს უკრაინის მინერალური და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული ყველა შემოსავლის 50%-ს, რაც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, არის წინა სამხედრო მხარდაჭერა.

შეთანხმების თანახმადვე, უკრაინა ფონდის საშუალებით  ინვესტიციას ჩადებს „უკრაინის უსაფრთხოების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის საქმეში“.

ზელენსკიმ კი  ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს და დააზუსტა, რომ სხვაგვარად მოსალოდნელია რუსეთის შემდგომი აგრესია.

საკითხზე ზელენსკიმ  გაერთიანებულ სამეფოში ორდღიანი სამიტის ბოლოს ისაუბრა, სადაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმაც გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უზრუნველყოფენ   სამშვიდობო გეგმის შემუშავებას.

”ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. 

„დღეს არ არის  საუბრის დრო, ახლა მოქმედების დროა. დროა გავერთიანდეთ ახალი გეგმის ირგვლივ სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის.”- განაცხადა კირ სტარმერმა.