„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?” – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს! თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული”, მაშინ: გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!
ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები”?!
ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის! არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!”-ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა,გიორგი ვაშაძემ განაცხადა.