„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს. ამისთვის არსებობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, „ასოცირების შეთანხმება“, სადაც გაწერილია მთელი რიგი დირექტივები, რითაც საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს. ამ კუთხით მუშაობა ყოველდღიურად მიდის – იქნება ეს პარლამენტში თუ მთავრობაში.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ!

არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ.

არ შეიძლება თავისუფალი გადადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს“, -ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა,არჩილმა გორდულაძემ განაცხადა.