„ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, სხვადასხვა ტიპის რეზოლუციას რომ იღებდნენ. ბოლო თვეების და წლების მანძილზე რეზოლუციები აბსოლუტურად იდენტური არის იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. კონკრეტული ადამიანები ყველგან იარსებებენ, რომლებმაც შეიძლება განსხვავებული რამ თქვან, მაგრამ საბოლოოდ, ევროპის და დასავლეთის პოზიცია ერთიანია. ამიტომაც არის, რომ მთლიანად დასავლეთს და ევროპას, ივანიშვილი და მისი ბანდა მოიხსენიებენ, როგორც „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. ამით ისინი ჩვენს დასავლელ კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ.

ივანიშვილი ახლა საუბრობს, თითქოს ევროპას არავითარი საქმე არ აქვს საქართველოსთან, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი არ ვართ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიული კანონმდებლობის მიღება სულერთი უნდა იყოს ევროპისთვის, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკური პოზიცია. ევროპელი ლიდერები, ევროპული ინსტიტუციები დიქტატურის დამყარების შემთხვევაში, მსგავს ქვეყნებზე განცხადებებს გააკეთებენ.

საუბარი იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებელ, მიხეილ სააკაშვილზე. რიგმა პოლიტიკისებმა ხაზი გაუსვეს იმ ისტორიულ როლს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო მკაფიო ხდება ყველასთვის. ივანიშვილი და მისი ბანდა არის გუნდი, რომელსაც საქართველო ჩამოაშორა დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდი როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში.ეს არის ყველაზე ხილული ივანიშვილის მიერ დიქტატურის დამყარების შემდგომ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფარგლებს გარეთაც,”- ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა,რითაც გამოეხმაურა ვეროპრლამენტში მიმდინარე დებატებს,რომელიც საქართველოს საკითხს ეხება.