„შევხვდით საქართველოს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში აქვთ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება: ქართველი ხალხი, თბილისი იმსახურებს იყოს ევროპული, ქრისტიანული, ცივილიზაციური ოჯახის წევრი, სადაც თანასწორობა, კანონის წინაშე უზენაესობა და ადამიანების პატივისცემა უზენაესია. ვესაუბრეთ რუსულ სპეცოპერაციაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა არჩევნების სახით, ასევე ის პროვოკაცია, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, შეფასდეს და შესაბამისი შეფასება მიეცეს. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სანქციები. ვუთხარით რომ, საქართველო არ იმსახურებს იზოლაციას, იზოლაციას იმსახურებს ივანიშვილი, კრიმინალური რეჟიმი და მისი წარმომადგენლები . ჩვენი პოზიცია არგუმენტები მიწოდებულია, ვნახოთ შეფასებები იქნება რეზოლუციებში თუ ანგარიშებში,”-ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.