“ უფლებას ვერ მივცემთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ – განცხადებაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადაში ვერ ეტევიან “ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც 5 დღით ადრე უნდა შეეტანა.
მემანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.