საბერძნეთის კუნძულების, ლესბოსისა და სამოსის სანაპიროებთან მიგრანტების ნავებთან დაკავშირებულ ორ ინციდენტს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. გადარჩენილია 22 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ღამით, მიგრანტების ნავი საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შეეჯახა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი. მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს. შეჯახების გარემოებების დასადგენად გამოძიება ჩატარდება.

მეორე შემთხვევა კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა, სადაც მიგრანტების ნავი გადაბრუნდა. საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტო ANA-MPA-ს ცნობით, ნაპოვნია ექვსი ადამიანის ცხედარი, ხოლო 14 ადამიანი გადაარჩინეს.

სამოსის სანაპიროსთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.