„ოპოზიციური ალიანსის”  ორგანიზებით,  თბილისში     საპროტესტო აქცია   მიმდინარეობს .    აქციის    მონაწილეები     თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან    მსვლეობით,     რუსთაველის გამზირისკენ    პარლამენტთან მიდიან.   შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.  აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”   აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეკრება იქნება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი. 

რუსთაველის გამზრიზე   კი   პოლიციაა მობილიზებული.   შეგახსენებთ,   მანამდე    დღის განმავლობაში “ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლებმა სცადეს, რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა, რის საშუალებაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.   საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა  რომ, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც  5 დღით ადრე უნდა შეეტანა.  მემანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.