გორში სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის საქმეზე დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე დაზიანება აღენიშნება, მათ შორის – გატეხილი ნეკნი და სხეულის დაბეჟილობები.
ადვოკატის თქმით, ლოცულაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ უკვე გამოწერილია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
„ვივამედიდან გამოწერეს, სახლშია, რომ დაისვენოს. ექიმების შეფასებით, მას ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებული აქვს ხელი, რომელზეც რეზინის სარტყელი დაადეს. აღენიშნება დაბეჟილობებიც. ტვინის შერყევა არ აქვს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებს ტყეშელაძე.
მისივე თქმით, დაზარალებულის გამოკითხვა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან ის სამედიცინო შემოწმებას საჭიროებდა და პროცესი გადაიდო.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა საქმის შეწყვეტა და გამოძიების გადაკვალიფიცირება – მისი თქმით, საქმე პოლიციელების მხრიდან ძალადობას უნდა შეფასდეს, როგორც წამების მუხლი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტზე პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. პარალელურად, პროკურატურამ პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო. ფაქტზე დაკავებულია 6 სამართალდამცველი.