საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია World Logistics, რომელიც 2022 წლის 21 აპრილს დაფუძნდა, მომხმარებლებს საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონკურენტული უპირატესობები კომპანიის დირექტორმა, ეკა დიღმელაშვილმა, რადიო მაესტროს გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი“ განიხილა.
მისი განცხადებით, World Logistics ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით და
მომხმარებლებს გამჭვირვალე მომსახურებასა და სატრანზიტო ვადების ზუსტ დაცვას სთავაზობს.
„World Logistics-ი ლიდერი კომპანიაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ჩინეთიდან. ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს
გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურას და სატრანზიტო ვადის ზუსტ დაცვას, რასაც განაპირობებს ჩინეთში მოქმედი ორი საწყობი და გადაზიდვების განხორციელება სატვირთო ავტომობილებით“, -განაცხადა ეკა დიღმელაშვილმა.
კომპანიის დირექტორის თქმით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები
ჩინეთიდან, რაც ბიზნესებსა და კერძო პირებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ ტრანსპორტირების ოპტიმალური გზა.
როგორც ეკა დიღმელაშვილი განმარტავს, ჩინეთის მიმართულებით მზარდი მოთხოვნის ფონზე კომპანიამ საკუთარი სერვისები
მნიშვნელოვნად განავითარა და დღეს მომხმარებლებს სთავაზობს ჩინეთიდან საქართველოსა და სხვა ტრანზიტული ქვეყნების
მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვებს, რომლებიც სრულად სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება.
„ჩინეთიდან გადაზიდვებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რის გამოც კომპანიამ ამ მიმართულების განვითარებაზე განსაკუთრებული
აქცენტი გააკეთა. დღეს „World Logistics“ მომხმარებლებს ჩინეთიდან საქართველოსა და სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართულებით
სახმელეთო გადაზიდვებს სთავაზობს. ტვირთის ტრანსპორტირება სრულად სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება, რაც მიწოდების ვადის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. საშუალოდ, ტვირთი
დანიშნულების ადგილზე 20-25 დღეში ჩადის. კომპანიას მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს“, – განაცხადა ეკა დიღმელაშვილი. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ, კომპანიამ მომსახურების გეოგრაფიაც გააფართოვა და ჩინეთის გარდა, ოპერირებს ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის მიმართულებითაც.
ამჟამად World Logistics-ის საწყობები განთავსებულია თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში და ბულგარეთში, რაც კომპანიას საშუალებას
აძლევს მომხმარებლებს მრავალმიმართულებიანი და მოქნილი ლოგისტიკური სერვისი შესთავაზოს.
ეკა დიღმელაშვილის განცხადებით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფასების პოლიტიკაცაა. მისი თქმით, მომხმარებელთან
შეთანხმებული საწყისი ღირებულება მომსახურების პროცესში არ იცვლება, რაც კლიენტებს დამატებითი და გაუთვალისწინებელი
ხარჯებისგან იცავს.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, პირველადი შეთანხმებული ფასი არ იცვლება და მომსახურების პროცესში დამატებითი ხარჯები არ ემატება“, – განაცხადა ეკა დიღმელაშვილმა.
კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მომსახურების ხარისხის, ზუსტი ვადებისა და გამჭვირვალე პირობების შენარჩუნება World Logistics-ის განვითარების სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტად რჩება, რაც კომპანიას საერთაშორისო ლოგისტიკის ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
გაინტერესებთ, როგორ ახერხებს კომპანია ჩინეთიდან ტვირთის 20 დღეში ჩამოტანას და რატომ არ იცვლება საწყისი ფასი არცერთ ეტაპზე? მოუსმინეთ ეკა დიღმელაშვილის სრულ ინტერვიუს „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ და აღმოაჩინეთ თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური ლოგისტიკური გზები. უყურეთ სრულ გადაცემას აქ:
კომერციული მასალა