საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, ხელისუფლება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ გაზრდილ ჯარიმებსა და საგზაო წესების დარღვევების შემცირებას შორის პირდაპირი კავშირი არ იკვეთება.
„მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, თუ რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. გასული ერთი წლის მონაცემებს დავაკვირდით და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის, სამწუხაროდ, არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გაზრდილი ჯარიმები მოსახლეობისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს, პარლამენტთან ერთად შესაძლოა მათი შემცირების საკითხი განიხილონ.
„აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია განვიხილოთ ვერსია, პარლამენტთან ერთად, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.