„რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრაში მიძინების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ეკლესია, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ XI საუკუნიდან იწყება. ეს კი, დღეს, ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს დანაშაულად იქცა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააზუსტა, რომ ამ დროისთვის მაშველებს ტაძრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებული აქვთ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ორშაბათის ღამეს რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდა ხარკოვი, ასევე დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები.
„ამით რუსეთი მსოფლიოს აჩვენებს თავის განზრახვას, გააგრძელოს ომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების პასუხი, რომლებიც ახლა სამიტზე იკრიბებიან, იყოს გადამჭრელი და შინაარსიანი: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი დახმარება უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (PVO) კუთხით, პირველ რიგში კი – ანტიბალისტიკური საშუალებებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.