სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტი  საქართველოში. ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად   ჩამოვიდა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში  გაიმართა.  მას სასახლესთან, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა. საქართველოს პრეზიდენტმა,  სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.