უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ თუ რუსეთი ომის გაგრძელებას გადაწყვეტს, უკრაინა პასუხს გააგრძელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მოქმედებები სამართლიანი პასუხია რუსეთის ქმედებებზე და დასძინა: „თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება“.
მისი თქმით, უკრაინას ომის გაგრძელება არ სურს, თუმცა მშვიდად ლოდინსაც არ აპირებს, თუ ვლადიმირ პუტინი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე უარს იტყვის.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, ეს უნდა მოიცავდეს სანქციების გაძლიერებას ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის, საბანკო სექტორის, თავდაცვის ინდუსტრიისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მიმართულებით.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთმა და რუსეთის მოსახლეობამ უნდა იგრძნონ, რომ ომის გაგრძელებას ფასი აქვს და სამხედრო მოქმედებების გაგრძელება შედეგს არ მოიტანს.