ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანიც ვერ შეძლებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ღალიბაფის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმის ასლს, რომლის მიზანია ომის დასრულება და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა.

14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას. შეთანხმების მიხედვით, თეირანს შესაძლებლობა ექნება გაზარდოს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები და აღიდგინოს წვდომა საერთაშორისო საბანკო სისტემაზე.