„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ პარტიაში რჩება და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ბოკუჩავას თქმით, ჟურნალისტების მხრიდან მიღებული კითხვების გამო საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ განემარტა თავისი პოზიცია.

„რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ის.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მის კანდიდატად ჟურნალისტს, ნანუკა ჟორჟოლიანი განიხილავს.

სააკაშვილის ამ განცხადებას ბოკუჩავა ადრე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მისი შეფასებით, მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები პარტიისთვის პრობლემური აღმოჩნდა.