ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით, 16:00 საათზე ამოქმედდა, – ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს   განუცხადა.     „ჰეზბოლა“ და ისრაელი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამერიკელმა და კატარელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება ირანის დახმარებით შეიმუშავეს.   „დღეს დილით ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის  შეწყვეტის რეჟიმში არიან“, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.