საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული. როგორც  ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, აღნიშნული რეზოლუციაში დისკრიმინაციული მოთხოვნაა, რომ, „მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი“. „ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე აღარ მახსოვს, მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. საინტერესო დეტალია, პირდაპირ დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევრობიუროკრატიისგან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული. არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“,- განაცხადა კობახიძემ.