ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთებთან დაკავშირებული ორი მებრძოლი – ჰუსეინ ქადრა და მოჰამედ ფარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ისრაელის სამხედროების ცნობით, ორივე პირი დაკავშირებული იყო ფართომასშტაბიან ფინანსურ ქსელთან, რომელიც დაჯგუფებების საქმიანობის დაფინანსებას ემსახურებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის არმია აცხადებს, რომ ჰუსეინ ქადრა, რომელიც მოჰამედ ფარასთან ერთად აღნიშნულ ქსელს ხელმძღვანელობდა, „ჰამასის“ ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებდა.
მათივე მტკიცებით, ქადრა პასუხისმგებელი იყო „ჰამასისთვის“ 500 მილიონ შეკელზე მეტი მოცულობის ფინანსური რესურსების გადარიცხვის უზრუნველყოფაზე.
ისრაელის მხარეს დამატებითი დეტალები ოპერაციის ადგილისა და გარემოებების შესახებ არ გაუვრცელებია.