ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავი მხოლოდ ე.წ. სამთავრობო უწყებებზე გაიყიდება.

 „დღეს, 21 ივნისს, 9:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი ისე  უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, – აღნიშნა აქსიონოვმა.  ამასთან, მისივე  ცნობით, დრონებით იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.  შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში  განხორციელებული დარტყმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.