საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის ინფორმაციით, სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დასრულდება პარლამენტის საგაზაფხულო სესია.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს.
მოსალოდნელია, რომ მოხსენების ფარგლებში მთავრობის მეთაური გასული წლის საქმიანობას შეაჯამებს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.