საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 3 მილიონ 929 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2014 წლის აღწერასთან შედარებით დაახლოებით 6 პროცენტით მეტია.
აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 3 მილიონ 775 ათასს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, გაიზარდა ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რაოდენობაც. ახალი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით არის გაზრდილი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და მიღებული მონაცემები მომდევნო წლების სოციალურ, ეკონომიკურ და განვითარების პოლიტიკას საფუძვლად დაედება.