საქართველოში მიგრაციული რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინების გზით ბინადრობის ნებართვის მიღება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის და შესაბამისი ახალი მუხლი ემატება სისხლის სამართლის კოდექსსაც. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სასწავლო მიზნით ბინადრობის ნებართვის მიღების წესების გამკაცრებას. ხელისუფლების განმარტებით, ცვლილებების მიზანია უკანონო მიგრაციის პრევენცია და მიგრაციული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძე განცხადებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში საქართველოს ექნება უფრო ეფექტური და გამართული მექანიზმები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.