იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, – BBC-ის   ცნობით,   ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულ კუმამოტოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   კუმამოტოს პრეფექტურის წარმომადგენლების განცხადებით,  ევაკუირებულია 9 872 ადამიანი. ამასთან, დაახლოებით 36 700 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა 6.8 მაგნიტუდად შეაფასა, სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა.   ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.