“ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების ტალღა დაასრულეს,”  – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.  ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს იყო პასუხი ირანის გუშინდელ მცდელობაზე, თავს დასხმოდა აშშ-ის ძალებს.

„ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობ  -ის აქტივებმა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ათობით სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის სამხედრო სამეთაურო ცენტრებს, სარაკეტო და დრონების ობიექტებს, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის ობიექტებს და საზღვაო შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.  მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს ძალიან  ძლიერად დაარტყამდა. „ჩვენ მათ ძალიან მძიმე დარტყმას მივაყენებთ, რადგან ჩვენი ჯერია დავარტყათ. მათ იციან, რომ ეს მოხდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.