“ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული  ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, “ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინში, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე  განაცხადა. 

  ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთში, სოფელ ტარნავა-კოლონიაში რაკეტა ჩამოვარდა.  მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  „მზად ვიყავით რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა იყო“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.