აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს დაეთმობა.