ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე შეთანხმება არ არსებობს.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას Patriot-ის სისტემების მიღება სურს. ასევე სურს Tomahawk-ის რაკეტები, რომლებიც, როგორც იცით, ძალიან ლეტალურია. მსგავსი შესაძლებლობები თითქმის არავის აქვს. ეს შესანიშნავი იარაღია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ვის მივცემთ მისი წარმოების უფლებას.
ჩვენ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის გადაცემა მარტივი არ არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომაზე.
ტრამპის თქმით, არ არის გამორიცხული, მომავალში იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აშშ სამხედრო ტექნოლოგიებს გადასცემს, ზოგიერთი ვაშინგტონის მოწინააღმდეგე გახდეს.
„არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს, მაგრამ ის ადამიანები, ან ქვეყნები, რომლებსაც ამ ტექნოლოგიას გადასცემ, შესაძლოა, ერთ დღეს შენს წინააღმდეგ განეწყონ. ეს შესაძლებელია. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.