რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა და ჩამოინგრა შენობები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სოლომენსკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დარნიცკის რაიონში ხანძარი ადმინისტრაციულ შენობასა და ავტომობილებს გაუჩნდა, ხოლო პეჩერსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი დაზიანდა.