დონალდ ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ იერიშებში ისრაელიც ჩაერთოს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ირანელები „ძალიან აგრესიულად“ იქცევიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ძლიერ იერიშებს გეგმავს.
„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ და რაღაც მომენტში იტყვიან, რომ ამის გაძლება აღარ შეუძლიათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.