მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორანში აფეთქება  მოხდა.  რუსული სახელმწიფო მედიისა და Telegram არხების ცნობით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 17 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის კუდრინის მოედანზე რესტორანში Balzi Ross-ში მოხდა, რომელიც კერძო ბანკეტისთვის იყო დახურული.  ერთ-ერთი Telegram არხის ცნობით, რესტორანში რუსი გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.