სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ.ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის.

მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

ფაშინიანის განცხადებით, გადამდგარი მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, ხოლო ახლად არჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების დაწყებისთანავე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუყოვნებლივ დანიშნავს.