ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან, და პაკისტანის არმიის სარდალთან, ასიმ მუნირთან, მაღალი დონის სატელეფონო საუბრები გამართა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, ეს აბას არაღჩის დიპლომატიური სატელეფონო კონტაქტების მეორე რაუნდი იყო ბოლო 24 საათის განმავლობაში. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებული ვითარება, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო.

ამასთან, შაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან და პაკისტანის არმიის სარდალ ასიმ მუნირთან.

ამ საუბრების დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი „ავანტიურისტული ქმედების“ შემთხვევაში ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.