იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიის საზღვართან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.
იტალიური მედიის ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტობუსი და ფურგონი შეეჯახა. ავარიაში ასევე სამი მსუბუქი ავტომობილი მონაწილეობდა.
დაღუპულთაგან ოთხი იმ ავტობუსის მგზავრი იყო, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა. დაღუპულებს შორის არიან ავტობუსის ორი მძღოლი და ორი მგზავრი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა.
კიდევ ორი დაღუპული ფურგონში იმყოფებოდა – ისინი ტურისტები იყვნენ და ტერნის რაიონიდან ბრუნდებოდნენ.
ავარიის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ხოლო შემთხვევის შედეგად გადარჩენილ პირებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად და ავარიის მიზეზების გამოსაკვლევად გამოძიება მიმდინარეობს. საქმის შესწავლა ტერნის საგზაო პოლიციას, რიეტის საგზაო პოლიციის მხარდაჭერით, დაევალა.