სიორიძის თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვამ სრული კოლაფსი გამოიწვია, ხოლო ხელისუფლება ცდილობს მომხდარი ვანო ზარდიაშვილს დაუკავშიროს.

„ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა. უნდათ, საზოგადოებას სანახაობა აჩვენონ, თუმცა რეალურად ეს კლანური დაპირისპირებებია და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან საერთო არაფერი აქვს. ქვეყანაში გამეფებულია არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა, კატასტროფები ხდება, თუმცა პასუხისმგებელი არავინაა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.