საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონი, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოსკოვის „ტერორის პოლიტიკა“ გააკრიტიკა.
„კიევსა და მის რეგიონზე რუსეთმა კვლავ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ყოველი ახალი თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშკარა ჭეშმარიტებას , რუსეთმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი და პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულებზე.
„უკრაინის გვერდით დგომისას არ დავნებდებით არც დაღლილობას და არც დაშინებას. ევროკავშირი და მისი პარტნიორები გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით, და ამავდროულად გააძლიერებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მაკრონმა.