გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. ინფორმაციას The Guardian გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ დობრინდტი, შვებულებას ნაადრევად წყვეტს და ბერლინში ბრუნდება.
დობრინდტი ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს.
ამასთან, Bild-ის ინფორმაციით, დობრინდტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსაც, მიაწოდა.
შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.