„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს.

მისი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევის გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

მმართველობითი საბჭოს წევრები ასევე არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.

რაც შეეხება პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მან უარი თქვა მმართველობითი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობაზე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად დარჩა.